“ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც “ნაცმოძრაობაა”, მსოფლიოში არ არის”-მამუკა მდინარაძე

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არის. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესები გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის პრიორიტეტი საქართველოს ინტერესებია.

„ჩვენ ვცდილობთ, საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი ცდილობენ, საქართველოს ინტერესებს რუსული ინტერესები დაარქვან. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს – რომელი ქვეყნის ინტერესები არ უნდა ატარონ, (ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რამის სანაცვლოდ) საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან“, – განაცხადა მდინარაძემ.