„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ საუბრობენ იმ წარმატებაზე, რომლებსაც ქართველი სპორტსმენები აღწევენ, რადგან მათ ამ ქვეყნის წარმატება არ უხარიათ – ვლადიმერ ბოჟაძე

 

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრები  არ საუბრობენ იმ წარმატებაზე , რომლებსაც ქართველი  სპორტსმენები  აღწევენ, რადგან მათ ამ ქვეყნის წარმატება არ უხარიათ.

ეს განცხადება ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სპორტული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაუქმდა. დაიხურა სპორტის უნივერსიტეტი და კოლეჯი, ასევე სპორტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

„მიხარია, რომ დღეს, სპორტულმა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებმა დაიბრუნეს ფუნქცია, რაც სწორედ ქვეყნის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. ჩვენ, გავაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გვეყოლება კიდევ უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი“- აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს სხდომაზე.