“ბოლო დღეებში რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ – უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელს მსოფლიოს”– მიხეილ სააკაშვილი

“მოვლენები ძალიან აჩქარდა და უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელს მსოფლიოს”,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქში“, მის პირად გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბოლო დღეებში გააქტიურდნენ პარტიზანები, ხოლო რუსი ჯარისკაცები მასობრივად ტყვედ ბარდებიან.

„რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ ბოლო დღეებში. ასევე გააქტიურდნენ პარტიზანები. ააფეთქეს ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ქალაქის ბერდიანსკის და ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქის საოკუპაციო კერები. “რეფერენდუმები” რუსებმა ყველგან გადადეს “უსაფრთხოების” გამო. მოვლენები ძალიან აჩქარდა და უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელს მსოფლიოს“,- წერს სააკაშვილი.