პირველი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პირველი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე განცხადებით, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა ათობით დასახლებული პუნქტი.

„მხოლოდ პირველი ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის ოლქში რუსული ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი. არსებობს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზეც. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ანგარიშს გაგაცნობთ ზაპოროჟიეს ოლქში წარმატების შესახებ და იმ რაიონებში, რომელთაც ჯერ ოკუპანტები აკონტროლებენ. დადგება დღე, როდესაც ყირიმის გათავისუფლებასაც გაუწყებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.