პარიზში, საპროტესტო აქციაზე 120 დემონსტრანტი დააკავეს

პარიზში, საპროტესტო აქციაზე 120 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში მოსახლეობა ახალ საპენსიო კანონს აპროტეტსებდა.  პრეზიდენტმა მაკრონმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სადავო საპენსიო კანონი პარლამენტის კენჭისყრის გარეშე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს,  პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ახალი, რეზონანსული კანონის თანახმად, მინიმალური საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.