სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე პერიოდში სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს", - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

 

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.