ბერა ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

 

ბერა ივანიშვილი ასევე მადლობას უხდის მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის.

 

„მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს... ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის!" - წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.