ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელზე დამწვრობა აღენიშნება.
მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.



