“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოდიში უნდა მოუხადოს მოსახლეობას იმის გამო, რაც 9 წლიანი მმართველობის დროს ჩაიდინა”- გივი ჩხარტიშვილი

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა გივი ჩხარტიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, მას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს ხშირი კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან, რომელიც დედაქალაქში მიმდინარე და განხორციელებული სხვადასხვა რეფორმისა და პროექტების გამო მადლიერებას გამოთქვამს.

გივი ჩხარტიშვილმა ოპონენტებსაც მიმართა და მათი მმართველობის დრო გაახსენა.

,,აქ მე მაქვს ამნისტირებული ადამიანების სია, ასევე იმ ადამიანების სიაც, რომლებსაც ქონება ჩამოართვეს, თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლების სია, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოასახლეს. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ მოსახლეობას იმის გამო, რაც დამართეთ თქვენი 9 წლიანი მმართველობის დროს’’,-განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.