მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა, ინფორმაციას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადასტურებენ.

 

მამუკა ონაშვილი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

 

მამუკა ონაშვილი 1967 წლის 1-ელ ივნისს, თბილისში დაიბადა. 

მან საესტრადო მოღვაწეობა 1983 წელს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგ–ბენდ „ნიას“ სოლისტად დაიწყო.

1994 წლიდან დაიწყო მისი სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე.

2001 წლიდან მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ პროექტში „იუმორინა“.

2003–2005 წლებში იყო „არტ–იმედის“ ერთ–ერთი წარმატებული მომღერალი.

მამუკა ონაშვილი 1998 წლიდან ინტენსიურად მართავდა გასვლით კონცერტებს შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ინგლისი, აშშ.

გამოშვებული აქვს ორი ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ…“ და „ოცნების ღამე“.

გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი.