მიხეილ სააკაშვილის საქმე არის საქართველოს შიდა საკითხი, ნატო ელოდება, რომ დაცული იქნება დემოკრატიული სტანდარტები – ალექსანდრე ვინიკოვი

ნატო ელოდება, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა განვითარებაზეც ის ბოლო წლების განმავლობაში ასე ბევრს მუშაობდა, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს არ ეხება, თუმცა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ავტომატურად პასუხისმგებელია მათი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე.

„ვფიქრობ, ეს არ არის ნატო-ს საკითხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი საქმეები უნდა იყოს მისი კანონმდებლობისა და მის მიერ აღებული ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესაბამისად. მე ვიტყოდი, რომ ეს არის საქართველოს შიდა საკითხი და ზოგადად, ნატო ელოდება, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა განვითარებაზეც ის ბოლო წლების განმავლობაში ასე ბევრს მუშაობდა. ვფიქრობ, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ავტომატურად პასუხისმგებელია მათი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. ვფიქრობ, ამ საქმეში განსხვავებულად არ არის“, – განაცხადა ვინიკოვმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *