“მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე, მამულაშვილი ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან.

მისივე თქმით, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო არ არის.

„რადიკალების ჯგუფში რომან გოცირიძე არის მსხვერპლი, მაგრამ ეს სხვა თემაა. კონკრეტულად ოთხი ჯგუფი გამოიკვეთა, მამულაშვილიც დაემატა. ტრაგიკომედიაა რა. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის მესამეხარისხოვანია, ასევე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. როცა გვინდა, სანახაობა ვიხილოთ, გადავრთავთ ხოლმე, ვაკვირდებით, როგორ ხდება კეზერაშვილის ფულისთვის ნადირობა.

წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, მათ შორის მელიას, ხაბეიშვილს, მუმლაძეს და მამულაშვილს. ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან. ერთმა მეორეს უთხრა, შენ საკმარისად რადიკალი არ ხარო, იმან უთხრა მტყუვნისო და ერთმანეთში არის გადაძახება-გადმოძახება. უბრალოდ, ვერ ვხდები, ქალბატონი ნონა როგორ მოხვდა აქ, მაგრამ ალბათ აქვს უფლება, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არ არის. მგონია, ყველაზე დამსახურებული კანდიდატი შეიძლება, გუბაზ სანიკიძე ყოფილიყო, რადგან უმოქმედობიდან გამომდინარე, მან დაიწყო პირველი შეტევა, პირველმა მან ამოიღო ხმა. ეს რასაკვირველია, ხუმრობით. ამ ბრძოლაში ფავორიტი მყავს. ვუსურვებდი, პროცესი ღია, გამჭირვალე იყოს. დაე, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულმა „ნაცმა“ გაიმარჯვოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.