“მაგნიტსკის სია” ნახა მიხეილ სააკაშვილმა და ახლა ამერიკაში ვაგზავნით”-შალვა ხაჭაპურიძე

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, „მაგნიტსკის სიაზე“ მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

მისი თქმით,  მათ მიერ შედგენილი სია ამერიკელ ადვოკატს და საზღვარგარეთ მომუშავე ჯგუფს უნდა გაეგზავნოს.

ხაჭაპურიძის განცხადებით,  „მაგნიტსკის სიას“ მსუსხავი ეფექტი ექნება.

„სია ნახა მიხეილ სააკაშვილმა, ახლა ეს იგზავნება ამერიკაში ამერიკელ ადვოკატთან და იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ და საბოლოო ვარიანტს მიიღებს ეს ჯგუფი, თან კიდევ გაგრძელდება მუშაობა. ზუსტდება ეს სია და ზუსტი რიცხვის დასახელება გაჭირდება, რადგან იკლებს-იმატებს მტკიცებულებების საკმარისობის კუთხით და აშ. ამ სიის მიზანია მსუსხავი ეფექტი და ექნება კიდეც“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.