ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

კოლუმბიაში, დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

ტალახაძემ  ატაცში 215 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 251 კილოგრამი ასწია.

ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

გარდა ჩემპიონობისა მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესმა ძალოსანმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა.