ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) ქალ მოჭადრაკეთა შორის, - ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფედერაციის ინფორმაციით, სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ პირველობა გაინაწილა 50+ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის. მათივე ცნობით, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის ზურაბ სტურუამაც.