ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია.
 
ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე ჩამოვიდა. კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ხვალიდან შეკრებას იწყებს.
 
უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში 23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 26 სექტემბერს გასვლაზე – გიბრალტარის ნაკრებს.