“კვარადონა” სერია A-ს შტორმით იპყრობს – BBC

BBC-იმ ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა.  

„ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ მისვლამ შესაძლოა, ისეთივე აჟიოტაჟი არ გამოიწვია, როგორიც 38 წლის წინ დიეგო მარადონას „ბარსელონადან“ ტრანსფერმა, მაგრამ სერია A-ში მისმა ბრწყინვალე სტარტმა ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ გარემარბს „კვარადონა“ უწოდეს. 

კვარაცხელიამ მარადონასთან მისი შედარების შესახებ ისაუბრა და აღიარა, რომ მას თავისი მეტსახელი მოსწონდა.

„არ შემიძლია მარადონასთან ახლოს მისვლა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე გავხდე“, – აღნიშნა „კვარამ“.