“მილანთან“ მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ, ახლა ნაკრების დროა” -ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „სან სიროზე“ „მილანთან“ გამარჯვებაზე (2:1) ლაკონიური კომენტარი გააკეთა და მოახლოებული სანაკრებო თამაშები ახსენა.

„მნიშვნელოვანი 3 ქულა. ყოჩაღ ბიჭებს, რა გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა ეროვნული ნაკრების დროა“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ხვიჩა კვარაცხელია დღეს თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ერთა ლიგის C4 ჯგუფში დარჩენილ 2 შეხვედრას ჩაატარებს – 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან „დინამო არენაზე“, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.