“კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება”- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტინი კოქსი სოციალურ ქსელში წერს.

ტინი კოქსის თქმით, რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევას განაგრძობს.

„დღეს მიმდინარე სარაკეტო თავდასხმებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის სამშობიარო განყოფილება ვილნიანსკში და პოლიკლინიკა კუპიანსკში) რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება“, – წერს ტინი კოქსი „ტვიტერში“.