“ილონ მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება”- დიმიტრი მედვედევი

მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება, – ასე გამოეხმაურა ილონ მასკის მიერ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრემიერი დიმიტრი მედვედევი.

ტელეგრამ “არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მედვედევმა მასკი კინოფილმ „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ პერსონაჟს, საბჭოთა ჯაშუშს შტირლიცს, იგივე იუსტასს შეადარა.

მასკი ყოჩაღია. ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდების მიკუთვნება. თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა იუსტასი. შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხში.

 Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დადო გამოკითხვა და შემდეგი პუნქტები ჩამოთვალა: „უკრაინა-რუსეთის მშვიდობა: ანექსირებულ რეგიონებში არჩევნების თავიდან ჩატარება გაერო-ს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნება იქნება. ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე). ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება. უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – წერს მასკი.