დღეიდან უკრაინისთვის Lend-Lease-ის კანონი ამოქმედდა

აშშ-ის „ლენდლიზის“ შესახებ კანონი უკრაინისთვის დღეიდან ამოქმედდა, – ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერში“ წერს. 

მისი განმარტებით, „ლენდლიზის“ კანონი ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან იარაღს.

„უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის კუთვნილ ტერიტორიებს. ეს ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან იარაღს“, –  წერს რადას თავმჯდომარე. 

ცნობისთვის, „ლენდლიზის“ პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.