ევროკავშირი არ აღიარებს “საპარლამენტო არჩევნებს”, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარდა-პიტერ სტანო

ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. ამის შესახებ პლატფორმა X-ზე ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ დაწერა

“ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. “საპარლამენტო არჩევნები” საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერაში”, – წერს სტანო პლატფორმა x-ზე.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.