ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს. კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით „ანაბრის“ გახსნას სთავაზობს, არის „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია „სფერო ინვესტი“.

„საქართველოს ეროვნული ბანკი გაცნობებთ, რომ აღნიშნული კომპანია არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან რეგისტრირებულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ აქვს ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელშეკრულების დადების უფლება.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას და უპირველეს ყოვლისა გადაამოწმონ, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები.

შეგახსენებთ, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ და/ან რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

4 Comments

  1. sklep

    Wow, incredible weblog format! How long have you been running a blog for?
    you make blogging glance easy. The entire glance of
    your website is wonderful, let alone the content material!
    You can see similar here ecommerce

  2. najlepszy sklep

    Hi! I know this is kinda off topic but I was wondering if you
    knew where I could get a captcha plugin for my comment form?
    I’m using the same blog platform as yours and I’m having problems finding one?
    Thanks a lot! I saw similar here: Sklep internetowy

  3. e-commerce

    Good day! Do you know if they make any plugins to help with SEO?
    I’m trying to get my blog to rank for some targeted
    keywords but I’m not seeing very good gains. If you know of any please share.

    Appreciate it! You can read similar article here: E-commerce

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *