ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა

სომხეთის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია ექვსი სამხედრო ეკიპაჟი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, არიან დაშავებულები.