“დიეტაზეა კაცი – შეგნებულად საკვებს არ იღებს, რომ მთავრობას დააბრალოს”- თორნიკე მოლაშვილი

ჩემი არ იყოს, მაგას ყოველთვის წონის პრობლემა ჰქონდა ახლა აქვს იდეალური სიტუაცია. დედამისის გარდა სხვამ, ვინც არ უნდა მიუტანოს საჭმელი, არ აქვს უფლება რომ მიიღონ. დედამისმა დღეს მიუტანა კარტოფილი პირველად. მანამდე არაფერი მიჰქონდა. დიეტაზეა კაცი. შეგნებულად საკვებს არ იღებს, რომ მთავრობას დააბრალოს – აი, მთავრობამ რა დღეში ჩამაგდო, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სულხან მოლაშვილმა 5 თუ 6 დღის განმავლობაში არ იცოდა გარეთ დღე იყო თუ ღამე. კამერაში, სადაც სულხან მოლაშვილი იყო, კოჭებამდე წყალი იყო და საღამოს 10 საათამდე კედლიდან საწოლი არ გადმოიწეოდა. უნდა მდგარიყო. და რომ ვეღარ გაუძლო, წყალში იწვა. არ იცოდა ეს მიხეილ სააკაშვილმა? ყველაფერი აბსოლუტურად კარგად იცოდა. კადრებს, თუ როგორ სცემდნენ კამერაში ხალხს, ციხეებში რაც ხდებოდა, თავს დავდებ, ყოველ საღამოს თუ არა ორ დღეში ერთხელ დაუდებდნენ, აყურებინებდნენ, რომ სიამოვნებით გამძღარიყო მიხეილ სააკაშვილი.

ბოროტების სავანეა და ახლა კიდევ დაბრუნება უნდა ხელისუფლებაში. ის ორგიები ენატრება, ის დიდი ფული, კეზერაშვილს რაც ჩააბარეს. ოფიციალურად მილიარდზე მეტი დააფიქსირა კეზერაშვილმა. ნახევარზე მეტი სააკაშვილის ფულია. კაცი ჭკუაზე არაა – ამხელა ფულის პატრონია და ვერ ხარჯავს, წარმოიდგინეთ“, – განაცხადა მოლაშვილმა.