დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს წარუდგენს

22 ივნისის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგება. პლენარული სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს გააცნობს, რის შემდეგაც დასმულ კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგ გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები და გაიმართება პოლიტიკური დებატები.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისს წარუდგინა.