ახლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის კუთხით, რომ ამაღლდეს საქართველოს საერთო ევროპული დღის წესრიგი – კარლ ჰარცელი

ახლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის კუთხით, რომ ბიზნესის ხმა, ინტერესები ისმინებოდეს და ამაღლდეს საქართველოს საერთო ევროპული დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“ იმართება.

მისივე თქმით, დღევანდელი ლანჩი ამის ამოსავალი წერტილი იქნება.

„დღევანდელი ლანჩი არის ამის ამოსავალი წერტილი. მჯერა, იქნება კარგი საშუალება მრავალი ბიზნესისთვის როგორც საქართველოს, ასევე ევროპული ხმის გაგონების მიმართულებით და შესაძლებელობების დანახვაში დაგვეხმარება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კითხვაზე, „რა არის ქართული და ევროპული ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევები საქართველოსა და ევროპაში“, ჰარცელმა განაცხადა:

„ჩვენ ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ წინა ხაზზე ვიმყოფებით საქართველოს მთავრობასთან ერთად სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრაში დახმარების კუთხით. ჩემთვის ურთიერთკავშირის დღის წესრიგი ერთ-ერთია, რაც აბსოლუტურად გადამწყვეტია. ენერგოეფექტურობა, ენერგეტიკული დივერსიფიკაცია ასევე გადამწყვეტია. ვფიქრობ, „მწვანე პოლიტიკის“ დღის წესრიგი მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობებს, რათა დავეხმაროთ მცირე, საშუალო ბიზნესს, განვითარდეს და იპოვონ გზა ევროპულ ბაზარზე. ვფიქრობ, ამ ყველაფრის ერთობლიობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მოდერნიზდება და მიიწევს წინ“, – აღნიშნა ჰარცელმა.