ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და შეძლო სისხლიანი რეჟიმი, ქვეყნის მტრები და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მოეშორებინა ქვეყნის მმართველობიდან – კახა კალაძე

ყველა დათქმა, რომელიც იყო დათქმული, ყველაფერი იქნება გაკეთებული, როგორც ეს გავაკეთეთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ასოცირების ხელშეკრულობასთან დაკავშირებით და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას “დეოლიგარქიზაციის“ შესახებ ევროკომისიის მოწოდებას.

კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი.

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და შეძლო სისხლიანი რეჟიმი, ქვეყნის მტრები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მოეშორებინა ქვეყნის მმართველობიდან“,- განაცხადა კალაძემ.