“ცივილიზებული ქცევის მაგალითი მინდა ვაჩვენო” – ალექსი არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არესტოვიჩი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

არესტოვიჩმა გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ანდრეი ერმაკს მიმართა.

„მინდა, ცივილიზებული ქცევის მაგალითი მივცე: პრინციპული შეცდომა, შესაბამისად, გადადგომა“, – წერს არესტოვიჩი.