“არ გადადგე! სჯობს ყველამ დაინახოს, როგორი თავკაცი არ უნდა ჰყავდეს თბილისს!”-მამუკა ხაზარაძე კახი კალაძეს

კახი, არ გადადგე! რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხო გამოჩნდა. ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები – ლენტის გაჭრა, ფოიერვერკები, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ხაზარაძის შეფასებით, ჯობია კახა კალაძე არ გადადგეს, რათა ყველამ დაინახოს როგორი “თავკაცი არ უნდა ყავდეს ქალაქს”.

„კახი, არ გადადგე! რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხო გამოჩნდა. ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები – ლენტის გაჭრა, ფოიერვერკები…. მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს. თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები.

არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ჰყავდეს ქალაქს!

შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა – გეშლება! ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა!

არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი – ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი? არ გადადგე! იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება.

ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის…”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.