ანა დოლიძემ მსოფლიო ქალი ლიდერის სტატუსი მიიღო

პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ მსოფლიო ქალი ლიდერის სტატუსი მიიღო.  ამის შესახებ ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მას ჯილდო ქალაქ დუბაიში მსოფლიო ლიდერ ქალთა 25-ე კონფერენციაზე გადაეცა. ამავე კონფერენციაზე წლის ლიდერი ქალის სტატუსი გადაეცა ილონ მასკის დედას მეი მასკს.

’’მეგობრებო, მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ მივიღე მსოფლიო ქალი ლიდერის სტატუსი (2023) მსოფლიო ლიდერ ქალთა 25-ე კონფერენციაზე დუბაიში. ჯილდო გადმომცა გაერთიანებული საემიროების პირველმა ქალმა მინისტრმა, შარჯას სამეფო ოჯახის წევრმა შეიხა ლუბნა ალ ქასიმიმ.

ძალიან მადლიერი ვარ ამ აღნიშვნისთვის. იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილებით დავეხმარო ყველა გოგონას, რომელიც ჩემსავით, ომში, ძალადობასა და სიღარიბეში მაინც იმედით უყურებს მომავალს”, – წერს სოციალურ ქსელში ანა დოლიძე