12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეგიძლიათ, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების დახმარების იმედი გქონდეთ. ოპონენტებიც კი, ვინც თქვენს გეგმებს ყოველთვის ეჭვით უყურებდა, თქვენი მხარდამჭერები გახდებიან. ეცადეთ, ყველა გადაწყვეტილება სწრაფად და უყოყმანოდ მიიღოთ – დღეს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

კურო

დროა, მენეჯმენტს ხელფასის მომატებასა თუ პრემიებთან დაკავშირებული პირობა შეახსენოთ. ახალ ადამიანებთან შეხვედრა და კავშირების დამყარება წარმატებულ მუშაობაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ზედმეტად მოგებიან შეთავაზებებს ფრთხილად მოეკიდოთ.

ტყუპები

სამუშაო განწყობა დაწყებული საქმეების დროულად დასრულებაში დაგეხმარებათ, შესაძლებელია გარისკვაც მოგიწიოთ. მოერიდეთ ემოციური, დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შეიძლება ძალიან ინანოთ. იფიქრეთ მოსალოდნელ დანაკარგებზე. ახლობელი ადამიანების რჩევები შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

დიდი ხნის ოცნების ასრულებისთვის ხელსაყრელი დროა. სწრაფი და რისკიანი მოქმედების ნუ შეგეშინდებათ – ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. დღის მეორე ნახევარში ენერგია იკლებს და მშვიდად დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ. ამ დღეს ყველაზე მეტად ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დაგამშვიდებთ.

ლომი

ამ დღეს უამრავ უცნობ ადამიანთან შეხვედრა და ურთიერთობა მოგიწევთ. ეს შეიძლება ძალიან დამღლელი აღმოჩნდეს – გეჩვენებათ, რომ მთელ დროს უსარგებლო საუბრებზე ხარჯავთ. იფიქრეთ თქვენს პირდაპირ მოვალეობებზე და შეეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ.

ქალწული

ნუ ეცდებით, მოვლენები აკონტროლოთ, რადგან შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმეთ. უმჯობესია ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ და უმნიშვნელო თემებზე დრო არ დაკარგოთ. ეცადეთ, საღამოსთვის ძალები დაზოგოთ.

სასწორი

დიდი ხანია დადგა დრო, რომ ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ. თანაც, მზად ხართ, რომ ამისთვის ბევრი იმუშაოთ და დამატებითი ვალდებულებები აიღოთ. ნუ დათანხმდებით სარისკო ფინანსურ ტრანზაქციებს – არსებობს საფრთხე, რომ ფული დაკარგოთ.

მორიელი

ახლობელმა ადამიანმა შეიძლება კარგი იდეა მოგაწოდოთ, მაგრამ იდეის განხორციელება მთლიანად თქვენს სურვილსა თუ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ხელსაყრელი დღეა შედეგების შეჯამებისთვის, მიზნების და მათი განხორციელების გზების კორექტირებისთვის. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელიც ბევრჯერ უანგაროდ დაგეხმარათ – ვალის დაბრუნების დროა.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, თქვენს დღევანდელ გეგმებს ასრულება არ უწერია – მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ. სასურველია, ეს დღე ოჯახურ წრეში გაატაროთ და საყოფაცხოვრებო საკითხები მოაგვაროთ. გირჩევთ, ახალი საქმეების ან პროექტების დაწყება სხვა დროისთვის გადადოთ.

თხის რქა

შეუპოვრობა და მონდომება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და თაროზე შემოდებული საქმეები დროულად დაასრულოთ. კარგი დღეა დიდი შესყიდვებისთვის, თუმცა ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ.

მერწყული

ძველი გამოცდილება ახალი, სერიოზული პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ემოციები დაიცხროთ და მტკივნეული საკითხები პრაგმატული და რეალისტური მიდგომით მოაგვაროთ. შესაძლოა, ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება, მაგრამ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

თევზები

შესაფერისი დღეა გეგმებისა და მეთოდების კორექტირებისა და ახალი მოკავშირეების პოვნისთვის. თუ მოულოდნელად გაჩენილი შანსით ისარგებლებთ, შეიძლება დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. ვარსკვლავების მხარდაჭერა და მცირე რისკი წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.