8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და იმას, რაც მოგწონთ. ეს დღე სასიამოვნო ემოციებს გპირდებათ, თუმცა ხალხმრავლობას მოერიდეთ, თუნდაც მეგობრულ წვეულებას – იქ თავს უხერხულად იგრძნობთ. ამიტომ საღამო უმჯობესია, სახლში, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

კურო

თქვენი ქცევა დიდწილად მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. ენერგიის დიდი და ფარული მარაგი გაქვთ, მაგრამ მისი ამოქმედება შესაძლებელია მხოლოდ საგანგებო რეჟიმში. საკმარისია რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს, რომ იმაზე ბევრად მეტს გააკეთებთ, ვიდრე ჩვეულებრივ შეგიძლიათ!

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერი სიურპრიზისთვის მზად უნდა იყოთ. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და ყურადღება გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს საინტერესო წიგნის გადაშალოთ ან კინოს ბილეთი იყიდოთ, მით უფრო, თუ დიდი ხანია, ეს არ გაგიკეთებიათ. ამ დღეს საქმეებისა და პრობლემების მოსაგვარებლად განწყობილი არ ხართ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უარი თქვათ სამსახურებრივ თუ პირად საქმეებზე, სადაც სხვა ადამიანებს უნდა დაეყრდნოთ – სავარაუდოდ, ვიღაც იმედს გაგიცრუებთ. თუ გსურთ მიზანს მიაღწიოთ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. პროექტები, რომლებიც კოორდინირებულ კოლექტიურ მოქმედებას მოითხოვენ, სამომავლოდ უნდა გადადოთ.

ქალწული

ამ დღეს შესაძლოა, გარშემო მყოფთა თავდასხმების ობიექტად იქცეთ. გამორიცხული არ არის, რომ საყვარელი ადამიანის ან საუკეთესო მეგობრებისგანაც კი კრიტიკული შენიშვნების მოსმენა მოგიწიოთ. სავარაუდოდ, ვიღაცას თქვენი სიტყვები ან მოქმედება გააღიზიანებს. ეცადეთ, პროვოკაციას არ აჰყვეთ.

სასწორი

ვარსკვლავები მშვენიერ დღეს გპირდებიან, რადგან საშუალება გექნებათ, ლიდერის თვისებები სრულად გამოავლინოთ. წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ, მთელი ყურადღება დიდ გეგმებზე გაამახვილეთ. თქვენი მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა წარმატებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას და ზოგადად, საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმას ერიდეთ. გაიხსენეთ, რომ თქვენც გაქვთ უფლება, ზოგჯერ მოდუნდეთ და, უბრალოდ დაისვენოთ.

მშვილდოსანი

სიტუაციამ შეიძლება საკუთარ გეგმებზე უარის თქმა გაიძულოთ. არ იდარდოთ – ასეთმა მსხვერპლმა შეიძლება დროთა განმავლობაში წარმატება მოგიტანოთ. მთავარია, საკუთარ პრობლემებზე სხვებთან არ ისაუბროთ. სამწუხაროდ, თქვენ ირგვლივ ბევრს უხარია, რომ პრობლემები გაქვთ.

თხის რქა

მთელ დღეს ახლობელ ადამიანებზე ზრუნვაში გაატარებთ – ვიღაცას ფინანსურად დაეხმარებით, ვიღაცას მეგობრული რჩევით ან უბრალოდ მოუსმენთ. ადამიანების მადლიერება როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის თვალში აგამაღლებთ.

მერწყული

გაოცებული აღმოაჩენთ, რომ გარშემო მყოფები ღიად ან ფარულად თქვენით მანიპულირებას ცდილობენ! თუ ეს მდგომარეობა არ მოგწონთ, მეტი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ და სხვა ადამიანებს თქვენს კისერზე ჯდომის უფლება არ მისცეთ.

თევზები

თქვენი ემოციები ზოგჯერ პრობლემებს გიქმნით. ემოციურობის გამო შეიძლება ისეთ საკითხში შეცდეთ, რომელიც საკუთარი ხუთი თითივით იცით. ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ და კარგად დაისვენოთ. საქმეები მოიცდის.