3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. ვერძმა ქალმა შეიძლება ისეთი ურთიერთგამომრიცხავი თვისებები გამოავლინოს, როგორიც პარტნიორის დამორჩილების სურვილია. თუ ერთმანეთის მიმართ ძლიერი გრძნობა არ გაქვთ, გირჩევთ, დაქორწინების გადაწყვეტილება წლის ბოლომდე გადადოთ.

კურო

სურვილი, რომელსაც ამ დღეს ჩაიფიქრებთ, აუცილებლად ახდება. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობის, ინფორმაციის დაგროვების, სავაჭრო გარიგებებისა და მოგზაურობისთვის. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. გახსოვდეთ, რომ ყველას ბედნიერების საკუთარი საზომი აქვს.

ტყუპები

ამ დღეს საქმე ბევრი გაქვთ, დრო კი ძალიან ცოტა და ჩიხური მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ უარის თქმა არ შეგიძლიათ. წარმატებისკენ მიმავალი გზა გრძელი და დაბრკოლებებით სავსეა, ამიტომ მიზნის მისაღწევად იმაზე მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე გეგონათ.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ ასაკით ან სოციალური მდგომარეობით თქვენზე მაღლა მდგომ ადამიანთან. საყვარელი ადამიანის ერთგულების იმედი ნუ გექნებათ, რადგან ირგვლივ ძალიან ბევრი ცდუნებაა.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობისა და მათთან საერთო საქმის დაწყებისთვის. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების ქმედებებს სწორი მიმართულება მისცეთ და მთავარი პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენოთ.

ქალწული

სავარაუდოდ, ამ დღეს ქალწული ისეთ თვისებებს გამოავლენს, როგორიცაა ნდობა და მიჯაჭვულობა. ბევრი მზრუნველი ადამიანის როლს მოირგებს და ქველმოქმედებით დაკავდება. ნუ ეცდებით იმის მიღებას, რაც არ გეკუთვნით.

სასწორი

ამ დღეს ოჯახის წევრებს და ნათესავებს საფუძველი აქვთ, რომ თქვენით იამაყოთ. ეცადეთ, ადამიანების მიმართ უფრო გახსნილი იყოთ, მეტი ხალისი და ინტერესი გამოავლინოთ და სამყარო საუკეთესო საჩუქარს მოგიძღვნით.

მორიელი

არ არის გამორიცხული, რომ დღის უმეტესი ნაწილი ოჯახურ საქმეებს დაუთმოთ. ეცადეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. თუნდაც მხოლოდ ამ დღეს, მიეცით ოჯახის სხვა წევრსაც გადაწყვეტილების მიღების უფლება.

მშვილდოსანი

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, რაც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი გეგმების განხორციელებაში სხვა ადამიანებიც ჩართოთ. ამ დღეს დასვენებას და კვების რეჟიმს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ დაწყებული საქმე დაასრულოთ და კარგად დაისვენოთ. ბევრი თანამოაზრეს იპოვის და პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებს. მთავარია, რომ მასიდან გამორჩევის არ შეგეშინდეთ და ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ.

მერწყული

ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ახალი სასიყვარულო გატაცება ელის. შესაძლოა, ძველი ოჯახის დატოვება და ახალი ოჯახის შექმნაც კი გადაწყვიტოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და მიეცით დროს საშუალება, რომ თქვენი გრძნობები შეამოწმოს.

თევზი

სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება და უცხო ქვეყნის მოქალაქესთან სასიამოვნო პაემანი გელით. დროა, უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ, რასაც ამდენი ხანია გეგმავთ, მაგრამ ამ დრომდე თავი ვერ მოაბით.