24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხვალ ნებისმიერი საქმის ბოლომდე მისაყვანად მეტი მონდომება დაგჭირდებათ, ვიდრე სხვა დროს. მიზნის მიღწევაში მხოლოდ თავდაჯერება და სიმტკიცე დაგეხმარებათ, ეჭვები კი პირიქით, უკან დაგხევთ. ეს რჩევა გაითვალისწინეთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედეთ, თუ საკუთარ შესაძლებლობებში 100%-ით დარწმუნებული ხართ.

კურო

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ხვალ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ფრთხილად იყავით! მცირე წყენამ და უკმაყოფილებამ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს! სამაგიეროდ, ფინანსურ სექტორში წარმატება და სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.

ტყუპები

ხვალინდელი დღე საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სფეროში თავი გამოიჩინოთ. ამ დღეს დაწყებული პროექტი აუცილებლად წარმატებული იქნება. მით უმეტეს, თუ ეს არა სპონტანური, არამედ კარგად გააზრებული საქმეა.

კირჩხიბი

შესაძლოა, ხვალ მიმდინარე საქმეებში გარკვეული სირთულეები შეგექმნათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დინჯად იმოქმედოთ და სიტუაცია არ გაართულოთ. თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად სიმშვიდე გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ ემოცია თქვენი მტერია.

ლომი

თუ სიურპრიზები გიყვართ, ეს თქვენი დღეა – ბევრი სიურპრიზი გელით, თუმცა შეიძლება ყველა არ მოგეწონოთ. არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას შეცვლის. თუ არ იცით რა გააკეთოთ, ინტუიციას ენდეთ და ის გიკარნახებთ.

ქალწული

ბევრი ახალი დავალება დაგიგროვდათ და ხვდებით, რომ მათთან გამკლავება გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფრის ერთდროულად კეთებას თავი დაანებოთ და დახმარება ითხოვოთ. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ დასვენების დრო დაგრჩეთ.

სასწორი

ხვალ რაღაც ისეთი მოხდება, რაც თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. ვარსკვლავები ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას გპირდებიან, თუმცა, იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, როგორც ოცნებობდით.

მორიელი

სავარაუდოდ, ხვალინდელ დღეს ამაღლებულ განწყობაზე გაატარებთ. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ ისეთი წვრილმანები შენიშნოთ, რომლებსაც სხვა დროს ვერ შეამჩნევდით. გამორიცხული არა არის, რომ ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ.

მშვილდოსანი

მთელი დღე პოზიტივის ტალღაზე ჩაივლის. ოჯახში სასიამოვნო ცვლილებებს ან მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ელოდოთ. ხელიდან არ გაუშვათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი. იქნებ ახალი უნარ-ჩვევების ათვისებაზე იზრუნოთ, რაც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ეს დღე ბევრ პატარ-პატარა უსიამოვნებას მოგიტანთ. ზოგი მათგანი დილიდანვე დაიწყებს თქვენი ცხოვრების მოწამვლას. მხოლოდ შინაგანი გამძლეობა დაგეხმარებათ, რომ ბედს არ დანებდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მერწყული

ამ დღეს დასვენებას მუშაობაზე მეტი დრო უნდა დაუთმოთ. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს მუშაობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ, მაგრამ თუ დასვენებისა და, უბრალოდ, საუბრისთვის დროს გამონახავთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღოთ.

თევზები

მშვიდი და სასიამოვნო დღე გელით. სავარაუდოდ, ხვალ რაღაც ახალს აღმოაჩენთ ან საინტერესო ადამიანს შეხვდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი დღე ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ.