ვერძი
არც თუ ისე ოპტიმისტური დღეა. ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, თქვენს უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას იწვევს. უკმაყოფილება ხანმოკლე იქნება და წუწუნის ფარგლებს არ გასცდება. ამ დღისთვის თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ. თქვენი პასიურობა და გაურკვევლობა ნებისმიერ საქმეს დააბრკოლებს.
კურო
დილიდან მოწყენილობა და სევდიანი ფიქრები გელით. თუ გუშინ რაიმე საქმის დასრულება ვერ შეძელით, დღეს მით უმეტეს, ამის იმედი არ უნდა გქონდეთ. სრულ უიმედობას და ენთუზიაზმის არარსებობას განიცდით, ამიტომ, თუ შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სამომავლოდ გადადეთ.
ტყუპები
ტყუპების ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება. მიმდინარე საქმეებს მშვიდად და ზედმეტი აურზაურის გარეშე დაასრულებთ. ამჟამად სარისკო მოქმედებებისკენ განწყობილი არ ხართ და სიფრთხილეს არჩევთ. დიახ, ამ დღეს მნიშვნელოვან მიღწევებს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ არც რამე უსიამოვნება გელოდებათ.
კირჩხიბი
დილიდან თავს მოწყენილად გრძნობთ და საინტერესო გასართობის პოვნაზე ფიქრობთ. საეჭვოა, ამის გაკეთება მოახერხოთ, რადგან გარშემო მყოფებიდან ინიციატივის ხელში აღებას და თქვენი პასიური მდგომარეობიდან გამოყვანას არავინ ცდილობს. ნუ იდარდებთ, ზოგჯერ მოწყენილობაც სასარგებლოა.
ლომი
თითქმის ყველა ნაცნობს კონსერვატიულ აზროვნებასა და რეტროგრადობას საყვედურობთ. განსაკუთრებით გაღიზიანებთ, რომ ვიღაც თქვენს აზრებსა და იდეებს არ ეთანხმება. ასეთ საქციელს, სიჯიუტის გარდა, ვერაფრით ხსნით და მიზნისკენ მარტო, ჯიუტად სვლას აგრძელებთ.
ქალწული
ამ დღეს ქალწულს საკუთარი მიზნებისთვის ვერავინ გამოიყენებს – იმიტომ არა, რომ ის წინააღმდეგია, უბრალოდ, იმდენს იფიქრებს და იყოყმანებს, რომ მოთმინება არავის ეყოფა.
ასე რომ, დიდი ალბათობით, მთელ დღეს ფიქრსა და ყოყმანში გაატარებთ, რაც თქვენს პროფესიულ მიღწევებზეც აისახება.
სასწორი
ამ დღეს ყველაზე მეტად რაღაცის შეცვლის აუცილებლობა გაღიზიანებთ. თქვენი აზრით, ცხოვრებაში ან ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება სასწორისთვის არაგონივრული, ალოგიკური და ზოგადად უსარგებლოა. ამჟამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც თქვენს მოქმედებებსაც ეტყობა.
მორიელი
ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. ყველაზე რთულ და დახლართულ საქმეებსაც კი მარტივად უმკლავდებით, ამასთან, ბედი სოციალური სტატუსის განმტკიცების შესანიშნავ შანსს შემოგთავაზებთ. იღბალი რომ არ დააფრთხოთ, ეცადეთ, ყოველგვარ ექსტრავაგანტურობას მოერიდოთ.
მშვილდოსანი
დღეს ახალი ნაცნობობისთვის განწყობილი არ ხართ და საერთოდ, ყველაფერ ახალს დიდი სიფრთხილით ეკიდებით. თუ ამ დღეს ნაცნობობა მაინც შედგა, ის განსაკუთრებით ძლიერი და ხანგრძლივი იქნება. ახალი მეგობარი შეიძლება მშვილდოსნისთვის მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი გახდეს.
თხის რქა
ისეთი სასარგებლო თვისება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, თქვენს ინტელექტს განსაკუთრებით ამშვენებს. ამ დღეს სისულელეების კეთების ალბათობა მინიმალურია, თანაც შანსი გაქვთ, რომ ნებისმიერი პრობლემა საუკეთესოდ გადაჭრათ. ეცადეთ, ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. გახსოვდეთ, რომ უმოკლესი გზა ის არის, რომელიც კარგად იცით.
მერწყული
ამ დღეს მერწყულისთვის ფულის თხოვნა არ გაბედოთ – არ მოგცემთ, თან გაგიბრაზდებათ! ან ისეთი პირობით მოგცემთ, რომ აღებაც არ მოგინდებათ. ზოგადად, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში მერწყული უკან დახევას ან დათმობაზე წასვლას არ გეგმავს. ის არც საკუთარ თავს მისცემს ფულის უსარგებლოდ ხარჯვის უფლებას და ყველა მიმართულებით გონივრულ თავშეკავებას გამოიჩენს.
თევზები
მთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, სიფრთხილე სჯობს თუ პრინციპული მოქმედება? თუ ამდენს იფიქრებთ, შეიძლება ძვირფასი დრო დაკარგოთ. თანაც, პასუხი ცხადია – შეეცადეთ, რომ ეს ორი თვისება დააკავშიროთ. ზოგადად, ამ დღეს თევზის წარმატების ფორმულა ასეთია – „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“.