21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები შემოქმედებით აღმაფრენას გჩუქნიან. ყველაფერი, რასაც შეეხებით, ნათელი ფერებით ივსება, თუმცა ეცადეთ, ეს ძლიერი ემოციები აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგანი ცეცხლი შეიძლება დიდ ხანძარში გადაიზარდოს და სხვებთან ერთად, თქვენც დაგაზიანოთ.

კურო

ამ დღეს ცარიელ ადგილზე შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას, რომელთა მოგვარება მთელ დღეს წაგართმევთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება არაფრის კეთებას ნიშნავს – დროსა და ძალისხმევას არაფრის გამო დაკარგავთ.

ტყუპები

გულახდილი საუბრისთვის უკეთეს დროს ვერ იპოვით. ეს იმ ტყუპებს ეხებათ, რომლებიც ახლობელ ადამიანთან გრძნობების გამხელას ვერ ბედავენ. საჭირო დროს მოძებნილ საჭირო სიტყვებს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ისეთ უმარტივეს კითხვაზე როგორიცაა- რამდენია ორჯერ ორი, არასწორად უპასუხოთ. შესაბამისად, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას სხვა დროისთვის გადადებთ.

ლომი

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ. ერთადერთი თვისება, რომელიც ხელს შეგიშლით, აჩქარებაა. მოგვიანებით საკუთარი შეცდომების გამოსწორება რომ არ მოგიწიოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოთ. დანარჩენი კი სამომავლოდ გადადეთ.

ქალწული

ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. უპირველეს ყოვლისა, ეს ისეთ სფეროებს ეხება, როგორიცაა ბიზნესი, ფული, სამუშაო, სწავლა და სახლთან დაკავშირებული პროექტები. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს დამყარებულმა კონტაქტებმა თქვენი კარიერული ან ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

სასწორი

თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ. ისეთ თვისებებს გამოავლენთ, როგორიცაა ნებისყოფა, ორგანიზებულობა და მიზანდასახულობა. ასე რომ, თუ ამბიციური გეგმა გაქვთ, დროა იმოქმედოთ!

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე პროზაულ საქმეში შემოქმედებით მუხტს გრძნობთ. სწავლა, სამეცნიერო მუშაობა, გამოგონება, რეკლამა, მარკეტინგი – თავის გამოჩენას ნებისმიერ სფეროში შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თამამი ექსპერიმენტები ჩაატაროს ყველაფერზე, საკუთარი იმიჯის ჩათვლით.

მშვილდოსანი

მეოცნებე მშვილდოსანი ღრუბლებიდან მიწაზე დაშვებას არ აპირებს, თუნდაც ამას გარემოებები ითხოვდეს. მდიდარი წარმოსახვის უნარი რეალობის დანახვაში ხელს გიშლით. ეს თითქმის ყველა მშვილდოსანს ეხება, მაგრამ განსაკუთრებით შეყვარებულებს.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქის ცხოვრებაში შეიძლება რაღაც ახალი და საინტერესო მოხდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, მიმდინარე მოვლენებს არ შეეწინააღმდეგოთ. თუ შეთავაზებას დათანხმდებით, არ ინანებთ – მრავალფეროვნებაზე და ახალ პერსპექტივაზე უკეთესი რა უნდა იყოს?

მერწყული

გარშემო იმდენი საინტერესო რამე ხდება, რომ ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრირება გიჭირთ. ფრთხილად იყავით, რათა უპასუხისმგებლობის და უყურადღებობის გამო მნიშვნელოვან საქმეში საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები აკეთოთ, რომლებიც თავად გაინტერესებთ.

თევზები

საკუთ თავსა და შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ, ამიტომ უკან დახევას არ აპირებთ. ეს საბრძოლო განწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ არ გსურთ, რომ დაუფიქრებელი სიტყვით ვიღაცას გული ატკინოთ, მისთვის სათქმელი სიტყვები ჯერ საკუთარ თავს უთხარით.