ვერძი
პლანეტა ვენერა თავგადასავლების საძიებლად გიხმობთ! ამ დღეს უცნობი ადგილების მონახულება და ახალი ადამიანების გაცნობა მოგინდებათ. როგორც ჩანს, ვარსკვლავებმა თქვენი სანუკვარი ოცნების ასრულება განიზრახეს! შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
თანამოაზრეები გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ გეპარებათ, ინიციატივას იჩენთ და პარტნიორებს იდეებს არ უმალავთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. თქვენი ინტუიცია საფრთხის ადრეული შეტყობინების უტყუარი სისტემაა — მის სიგნალებს ნუ უგულებელყოფთ! საღამოს ემოციურ და ფიზიკურ გადატვირთვას უნდა მოერიდოთ.
კურო
იუმორის გრძნობა და კარგი განწყობა რომანტიკული ნაცნობობის დამყარებაში დაგეხმარებათ. ოჯახური გარემო არასტაბილურია – ნათესავებთან მოსალოდნელია უთანხმოება და კამათი.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა — ვარსკვლავები ამბობენ, რომ ახლა სასურველის მიღწევა არ გაგიჭირდებათ! სხვების აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ — ზედმეტი ნდობა შეიძლება ფინანსური დანაკარგის მიზეზი გახდეს.
ამ დღეს მსუბუქი და სასიამოვნო ვარჯიში სასარგებლო იქნება. მაგალითად, ტანვარჯიში მეტაბოლიზმის დაჩქარებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, მაგრამ გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.
ტყუპები
„ვარდისფერი სათვალე“ მოიხსენით და ახალ ნაცნობს კარგად დააკვირდით — შესაძლოა, მას მხოლოდ ანგარება ამოძრავებს. უმჯობესია თავგადასავლები ცოტა ხნით დაივიწყოთ და ეს დღე ახლობლების გარემოცვაში გაატაროთ.
სამუშაოში უძრაობის პერიოდია. თუ კარიერული ზრდა გსურთ, საჭირო მიმართულებით მოქმედება დღეიდან უნდა დაიწყოთ. პრობლემების მოგვარებისას გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ გარე ფაქტორები ჩვენზე ძლიერია. ამ დღეს, პრინციპულობის გამოჩენაზე მეტად, დათმობის უნარი და თავაზიანობა გამოგადგებათ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ მენიუს. გახსოვდეთ, რომ საკვების ხარისხზე არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, არამედ სულიერი მდგომარეობაც არის დამოკიდებული.
კირჩხიბი
ნუ გახდებით პარტნიორის განწყობის ცვალებადობაზე დამოკიდებული! ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ეჭვიანობას მოერიდეთ.
განსაკუთრებული პრობლემები არ გაქვთ, მაგრამ მაინც რაღაცით უკმაყოფილო ხართ. მიმდინარე საქმეებზე ფიქრის ნაცვლად, მომავალზე ნერვიულობთ და ეძებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ახლა არც ისე მნიშვნელოვანია. ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ ნებისმიერ წამოწყებას წარმატება ელის.
დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია განწყობის ცვლა, ამიტომ „ენერგეტიკულ ვამპირებს“ ერიდეთ და გვერდით მხოლოდ კეთილი და მხიარული ადამიანები გყავდეთ.
ლომი
მცირე ეჭვიანობამ შეიძლება ურთიერთობას სიმძაფრე შემატოს, მაგრამ უსიამოვნო მოგონებები დაგიტოვოთ. მათთვის, ვინც ახლახან დაქორწინდა, რთული პერიოდია — შესაძლოა ხასიათების შეგუების პროცესში უთანხმოება წარმოიშვას.
სამსახურში მოსალოდნელია გაუგებრობა — მზად იყავით საკუთარი შეცდომების აღიარებისთვის. უარი თქვით იოლი ფულის შოვნის მცდელობაზე, რომელიც ფულის ნაცვლად, პრობლემებს მოგიტანთ. ამ დღეს თანამოაზრეებს შორის კამათი და კრიმინალური სამყაროს გააქტიურებაა მოსალოდნელი. გამორიცხული არ არის, რომ სიფრთხილის მიუხედავად, ძალიან დაზარალდეთ. ამ დღეს თქვენი პრობლემა ზედმეტი ნდობა და არაორგანიზებულობაა.
ქალწული
ეს დღე ახალი ნაცნობობისთვის არც ისე ხელსაყრელია. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელმაც თქვენი პირადი ინტერესებისთვის გამოყენება გადაწყვიტა.
მეგობრებს ჭკვიან და მოხერხებულ ადამიანად მიაჩნიხართ, ამიტომ რჩევისთვის მოგმართავენ. იმედებს ნუ გაუცრუებთ და ეცადეთ, პრობლემას კარგად ჩაუღრმავდეთ. კარგი დღეა ხელმძღვანელობასა და გავლენიან პირებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს დადებული გარიგებები და ხელშეკრულებები წარმატებული იქნება. დაუფიქრებელ ფინანსურ ინვესტიციებს მოერიდეთ – ამ დღეს ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმოთ. ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო პროექტებამდე და მოგებამდე მიგიყვანოთ. გირჩევთ ნაცნობ ნივთებს ახალი კუთხით შეხედოთ და შეიძლება შეგრძნებების გაუმჯობესების გზა იპოვოთ. დღის განრიგში შეტანილმა მცირე ცვლილებებმაც კი შეიძლება საბოლოოდ, დიდი შედეგი მოგიტანოთ.
სასწორი
ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ცხოვრების მეგზურის პოვნაში შემთხვევითობა დაგეხმარებათ. უბრალოდ, ხელსაყრელ მომენტს უნდა დაელოდოთ. იზრუნეთ სახლში მყუდრო გარემოს შექმნაზე — დეკორის ახალი ელემენტები დაამატე ან სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად სახლი საგულდაგულოდ დაალაგეთ. გახსოვდეთ, რომ გარემო პირდაპირ მოქმედებს თქვენს განწყობაზე. შესაძლოა იპოვოთ ძველი ფოტოები, რომლებიც ნოსტალგიურ მოგონებებს აღძრავს.
ვაჭრობისთვის ძალიან იღბლიანი დღეა — თუ სწორად წარადგენთ, ყველაზე რთულად გასაყიდი საქონლის გაყიდვასაც კი შეძლებთ. ვარსკვლავები საქმიან ურთიერთობებში წარმატებას გპირდებიან. ეცადეთ, რომ გავლენიანი პირები და სპონსორები თქვენი იდეებით დააინტერესოთ. ამ დღეს მკითხაობა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარება კატეგორიულად აკრძალულია.
მორიელი
ახალი შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. თუ ენერგიის მოზღვავებას და მოქმედების სურვილს გრძნობთ, ეცადეთ, ეს შანსი მაქსიმალურად ხელსაყრელად გამოიყენოთ.
შესაძლებლობა გექნებათ, რომ პროფესიულ სფეროში საკუთარი უნარები სრულად წარმოაჩინოთ და ხელმძღვანელობის აღიარება დაიმსახუროთ. ფინანსურ საკითხებში სასურველია მეტი თავშეკავება და გონიერება გამოიჩინოთ. ოჯახური ურთიერთობები სიხარულსაც მოგიტანთ და მცირე სტრესსაც. მნიშვნელოვანია, ახლობლებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.
მშვილდოსანი
იმედი ნუ გექნებათ, რომ ახლახან დაწყებული რომანი დიდხანს გაგრძელდება. თქვენი ცხოვრების სიყვარული მხოლოდ ამ მცირე ფლირტის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებსა და ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ნათესავებთან მყარი ურთიერთობა ცხოვრების მნიშვნელოვანი საყრდენია. ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან — ეცადეთ, ეს შანსი სასარგებლოდ გამოიყენოთ.
ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენება ხვალინდელი დღის რწმენას შეგმატებთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ დღეს ბევრს დახარჯავთ, ხვალ ბევრი მუშაობა მოგიწევთ. უსმინეთ თქვენს სხეულს და დაისვენეთ მაშინ, როცა ეს საჭიროა.
თხის რქა
ურთიერთობა რომ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ, ყველაფერი უნდა სცადოთ: რომანტიკული ვახშამი, სასიამოვნო სიურპრიზები და სასიყვარულო შეტყობინებები.
კონფლიქტების წინასწარ დანახვის უნარი თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორის აზრს ყურადღებით მოუსმინოთ. პირად ცხოვრებაში არსებულმა უთანხმოებებმა შესაძლოა სამუშაო საქმეებზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ ეს არ დაუშვათ, თორემ შეიძლება უფროსისგან საყვედური მიიღოთ!
იცოდეთ, რომ მატერიალური პრობლემების მოგვარება საკუთარი ძალებით მოგიწევთ. ახლა ნათესავების, მეგობრების ან ბანკის დახმარების იმედი ნუ გექნებათ. კვებითი ჩვევების შეცვლა ფიგურის კორექციასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. თქვენი მხარდაჭერა შესაძლოა დასჭირდეთ მათ, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაც საუკეთესოდ აეწყობა — გაუგებრობები და წყენა წარსულს ჩაჰბარდება. ვარსკვლავები გირჩევენ, განვლილი გზა გადააფასოთ, მიღწევები გააანალიზოთ და დაშვებული შეცდომების შედეგებზე დაფიქრდეთ.
მოსალოდნელია კოლეგებთან დაპირისპირება. გირჩევთ სიბრძნე და ცოტაოდენი ეშმაკობა გამოიჩინოთ, რომ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. გაითვალისწინეთ, როცა სხვებისთვის საკუთარი აზრის მიწოდებას ცდილობთ, გასაგები სიტყვები და გამოთქმები უნდა შეარჩიოთ.
სვით ახლად გამოწურული წვენები, მიიღეთ ვიტამინები, ისეირნეთ პარკებში და თავს ნუ აარიდებთ მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვას.
თევზები
შესაძლოა, პარტნიორის გარკვეულმა ქმედებებმა თქვენი არჩევანის სისწორეზე დაგაფიქროთ. უთანხმოებისა და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ. ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებაში სახლის დალაგება, კარადების მოწესრიგება ან საყვარელი ადამიანის ჩახუტება დაგეხმარებათ.
ფინანსური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიყვარული და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა – უფრო მნიშვნელოვანი. საკუთარ თავს შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ. სასიცოცხლო ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ სრული ბედნიერებისთვის კარგი დასვენება და სრულფასოვანი ძილი გჭირდებათ.

