1 874 დოლარი ჯარიმა ბარგში აღმოჩენილი მაკმაფინების გამო

ბარგში აღმოჩენილი მაკმაფინების გამო, ავსტრალიაში მგზავრი 1 874 დოლარით დააჯარიმეს

 ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, მგზავრს, რომელიც ბალიდან ავსტრალიაში ჩაფრინდა McDonald’s-ის ​საუზმის გამო ჯარიმა დაუწესეს.

ადამიანს, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, აეროპორტში ბარგის შემოწმებისას 2 მაკმაფინი და ლორის კრუასანი აღმოუჩინეს. რამდენიმე დღის წინ კი ავსტრალიის მთავრობამ ბალიზე ხელის, ფეხისა და პირის დაავადების გავრცელების გამო ბიოუსაფრთხოების შესახებ ახალი რეგულაცია მიიღო.

რეგულაციის თანახმად, სწრაფი კვების პროდუქტები რისკის შემცველად აღიარეს. ამიტომ, მგზავრს ჯარიმის სახით 1 874 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

„ჯარიმა ბალიდან ბილეთის საფასურზე ორჯერ მაღალია, მაგრამ არ მეცოდება ხალხი, ვინც ავსტრალიის ბიოუსაფრთხოების მკაცრ წესების დარღვევას ირჩევს“, – განაცხადა ავსტრალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიურეი ვოტმა.