ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო

ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო. 

სამხედრო მანევრები კუნძულიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით ტარდება.

 

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო სწავლება დატვირთულ საზღვაო მარშრუტებზე გაიმართება. ტაივანი აცხადებს, რომ ეს კუნძულის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის ტოლფასია, აშშ-ის შეფასებით კი, სამხედრო სწავლება უპასუხისმგებლობაა და შესაძლოა, კონტროლს გასცდეს.

 

ტაივანმა გემებს ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება სთხოვა და ამავე დროს, იაპონიასთან და ფილიპინებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ალტერნატიული საჰაერო მარშრუტების მოსაძებნად.

 

 ნენსი პელოსიმ ტაივანი ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ გუშინ დატოვა. პეკინი ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად აფასებს.