ჩინეთი ტაივანთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს – BBC

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთი კუნძულთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს. BBC-ის ინფორმაციით, ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის სამხედრო წვრთნები მკაცრად დაგმო. მათი თქმით, ჩინეთის ქმედებები ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში შეჭრაა და ტაივანის საჰაერო და საზღვაო ბლოკადაში მოქცევას ისახავს მიზნად.

ამასთან, გამოცემა ავრცელებს რუკას, სადაც ნაჩვენებია ჩინეთის სამხედრო წვრთნების ადგილები, რომლებიც კვირის ჩათვლით უნდა ჩატარდეს ნენსი პელოსის წასვლის შემდეგ.