როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში

თანამედროვე ცხოვრების რიტმში, როდესაც დღის განმავლობაში ხშირად სწრაფ კვებაზე, ტკბილეულსა და ენერგიის სწრაფ წყაროებზე ვართ დამოკიდებული, სულ უფრო რთული ხდება დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება. სტრესი, არარეგულარული კვება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ნელ-ნელა აისახება ჩვენს ორგანიზმზე, პირველ რიგში კი ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე.

ბევრისთვის ეს ცვლილებები თავიდან თითქმის შეუმჩნეველია. დღის განმავლობაში ენერგიის ნაკლებობა, ტკბილეულის ხშირი სურვილი, მუდმივი შიმშილის შეგრძნება ან წონის მატება ხშირად გადაღლილობასა და ცხოვრების სწრაფ ტემპს ბრალდება. თუმცა, მსგავსი ნიშნები ზოგჯერ ორგანიზმში გლუკოზის ცვლის დარღვევასა და ინსულინის მიმართ მგრძნობელობის შემცირებასაც შეიძლება უკავშირდებოდეს.

დღეს პრედიაბეტი და ინსულინრეზისტენტობა სულ უფრო აქტუალური პრობლემაა, რომელსაც ასაკობრივი ზღვარიც მნიშვნელოვნად შეუმცირდა. არასწორი კვება, ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი და სტრესი ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც დროთა განმავლობაში სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაზე მოქმედებს. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ პრევენციასა და ცხოვრების წესის სწორ მართვას.

განსაკუთრებით აქტუალური ეს პრობლემა ზაფხულის პერიოდში ხდება, როდესაც კვების ჩვევებიც მნიშვნელოვნად იცვლება. მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმი ხშირად სწრაფი ენერგიის წყაროებისკენაა მიდრეკილი, რის გამოც დღის განმავლობაში ტკბილი და მაღალკალორიული პროდუქტების მიღება იმატებს. ნაყინი, ცივი და ტკბილი სასმელები, დესერტები, ცომეული და სხვადასხვა მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი წასახემსებელი ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა, შედეგად კი დღის განმავლობაში მიღებული შაქრისა და სწრაფი ნახშირწყლების რაოდენობა ხშირად შეუმჩნევლად იზრდება.

მართალია, ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და ისინი აუცილებელია ტვინის, კუნთებისა და სხვადასხვა ორგანოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის ნახშირწყლებს ვიღებთ ყოველდღიურად. რთული ანუ ე.წ „ჯანსაღი“ ნახშირწყლები ორგანიზმში ნელა იშლება და ენერგიის სტაბილურად შენარჩუნებას უწყობს ხელს, მაგრამ როდესაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს იღებს, სისხლში გლუკოზის დონე სწრაფად იმატებს. ამ დროს პროცესში ერთვება ინსულინი – ჰორმონი, რომელიც გვეხმარება, მიღებული გლუკოზა უჯრედებმა ენერგიის წყაროდ გამოიყენონ. თუმცა, დროთა განმავლობაში, არასწორი კვების, ჭარბი წონისა და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის ფონზე, შესაძლოა ორგანიზმის მგრძნობელობა ინსულინის მიმართ შემცირდეს. შედეგად, გლუკოზის რეგულაცია რთულდება და სისხლში შაქრის დონის ხშირი მერყეობა იწყება.

სწორედ ამ პროცესს უკავშირდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ენერგიის ხშირი დაქვეითება, გაძლიერებული მადა, განსაკუთრებით კი ტკბილეულზე მოთხოვნილება, წონის მატება და მუდმივი შიმშილის შეგრძნება. ხშირად ეს ცვლილებები ნელ-ნელა ვითარდება და საწყის ეტაპზე ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ინსულინრეზისტენტობასა და პრედიაბეტურ მდგომარეობებთან იყოს დაკავშირებული.

ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის კორექცია, დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა და ისეთი დამხმარე საშუალებების შერჩევა, რომლებიც ორგანიზმს გლუკოზის დონისა და ნახშირწყლების ცვლის რეგულაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ გლუკოზის ათვისებაზე, მადის კონტროლსა და ნახშირწყლების მონელების პროცესებზე.

სწორედ ასეთი კომბინირებული ფორმულით არის შექმნილი შუგა ნორმი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქრომი, თეთრი თუთის ექსტრაქტი, დარიჩინის ექსტრაქტი და ალფა-ლიპოის მჟავა. ეს კომპონენტები კომპლექსურად მოქმედებენ გლუკოზის ცვლის პროცესებზე და ხელს უწყობენ სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

შუგა ნორმის შემადგენლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თეთრი თუთის ექსტრაქტი, რომელიც ხელს უწყობს ნახშირწყლების დაშლის პროცესის რეგულაციას და საკვების მიღების შემდეგ გლუკოზის დონის მკვეთრი მატების შემცირებას. დარიჩინის ექსტრაქტი კი ცნობილია მადისა და ტკბილეულზე მოთხოვნილების შემცირებისთვის. ფორმულას დამატებით აძლიერებს ქრომი, მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმსა და ინსულინის მოქმედების პროცესებში, ხოლო ალფა-ლიპოის მჟავა ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესებისა და გლუკოზის ენერგიად გარდაქმნის პროცესებს.

სწორედ ამ კომპონენტების კომბინირებული მოქმედების შედეგად, შუგა ნორმი ხელს უწყობს მადის კონტროლს, განსაკუთრებით ტკბილეულზე მოთხოვნილების შემცირებას, გლუკოზის დონის რეგულაციასა და მეტაბოლური პროცესების მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების სტილისა და არაბალანსირებული კვების პირობებში.

(R)