როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ თვალის ბაქტერიულ ინფექციას სწორად

ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა თვალში „ქვიშის შეგრძნება“ გვაწუხებს, ან სარკეში ჩახედვისას შეშუპებული და გაწითლებული ქუთუთოები გუნებას გვიფუჭებს. ხშირად ასეთ დისკომფორტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, ვფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ დაღლილობის, ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარების ან ალერგიის შედეგია, რომელიც თავისით გაივლის. თუმცა რეალობაში, თვალის გაღიზიანება ყოველთვის ასე უწყინარი არ არის.

სინამდვილეში, ჩვენი ყოველდღიური სილამაზის რიტუალები თუ აქტიური ცხოვრების წესი ხშირად დამატებით რისკებს ქმნის, რომელიც ჩვენი თვალებისთვის ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდება ხოლმე და მაინც სად იმალება საფრთხე? ხშირად ვერც კი ვხვდებით, როგორ ვქმნით საკუთარი ხელით ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს, თუნდაც ყოველდღიური ჩვევებით, სილამაზის რიტუალებით და გარემო ფაქტორებით, რომლებიც თვალზე პირდაპირ მოქმედებს.

უცნაურია, მაგრამ დისკომფორტის რეალური მიზეზები ხშირად სწორედ იქ იმალება, სადაც ყველაზე ნაკლებად ვეძებთ. ამ თემაზე საუბარი, პირველ რიგში, იმ ესთეტიკური რიტუალებით უნდა დავიწყოთ, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს.

თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა წამწამების ლამინირება, დაგრძელება თუ პერმანენტული მაკიაჟი (ტატუაჟი) მხოლოდ ვიზუალური ეფექტი როდია, ეს თვალის მგრძნობიარე ზონაში აქტიური ჩარევაა. თუ პროცედურის დროს ჰიგიენის ნორმები თუნდაც მინიმალურად დაირღვა, ან გამოყენებული პრეპარატები ჩვენს ლორწოვანთან „კონფლიქტში“ შევიდა, შედეგი მალევე იჩენს თავს.

აღსანიშნავია, რომ საფრთხეს მხოლოდ სალონური პროცედურები არ ქმნის. ჩვენი კოსმეტიკური ჩანთა ზოგჯერ ნამდვილ „ბომბს“ წააგავს. წლების განმავლობაში შენახული საყვარელი ტუში, დაბინძურებული ფუნჯები ან სხვისი კოსმეტიკის გამოყენება ბაქტერიების გავრცელების ყველაზე მოკლე და მარტივი გზაა.

სეზონური აქტივობებიც თავის კვალს ტოვებს, განსაკუთრებით აუზების შემთხვეევაში, როდესაც ქლორიანი წყალი თვალის ბუნებრივ დამცავ ბარიერს ასუსტებს, რაც მას ინფექციების მიმართ მოწყვლადს ხდის. ხშირად კი ყველაფერი ბევრად მარტივია და ალერგიისგან გამოწვეული ქავილისას თვალის უნებლიე მოფხანა დაუბანელი ხელით სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ უწყინარი გაღიზიანება სერიოზულ ანთებით პროცესში გადაიზარდოს. ეს რისკი კი საგაზაფხულო სეზონური ალერგიების პერიოდში კიდევ უფრო მატულობს და სერიოზული გამოწვევაა, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებსა და ზრდასრულებში.

თვალის უმნიშვნელო სიწითლე თუ წვის შეგრძნება ბევრ ჩვენგანს სერიოზულ პრობლემად არ მიაჩნია, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი უკვე ბაქტერიულ ხასიათს ატარებს. მთავარი კითხვაც სწორედ ეს არის: როგორ მივხვდეთ, რომ საქმე მხოლოდ დაღლილობასთან ან ალერგიასთან კი არა, არამედ რეალურ ინფექციასთან გვაქვს?

დააკვირდით თქვენს სიმპტომებს, თვალი თავადვე გვაძლევს ნიშანს, რომ დახმარება სჭირდება. მაგალითად, თუ დილით გაღვიძებისას ქუთუთოები ერთმანეთზე გაქვთ მიწებებული და თვალის გახელა გიჭირთ, ან ჩვეულებრივი ცრემლდენის ნაცვლად სპეციფიკურ, ბლანტ და მოყვითალო გამონადენს ამჩნევთ, ეს უკვე ბაქტერიული პროცესის ინფექციის სიგნალია. ხშირად ამას თან ახლავს წამწამების ძირში მცირე ქერქების წარმოქმნა, ქუთუთოს შესიება და შეხებისას მტკივნეული შეგრძნებაც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ანთება იმაზე ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

ასეთ დროს გადამწყვეტია არ დაველოდოთ სიმპტომების თავისით გაქრობას და ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად, რათა ინფექციამ ჩვენი ყოველდღიურობა და თავდაჯერებულობა არ დააზიანოს. როდესაც სიმპტომები უკვე მკაფიოდ არის გამოხატული, უბრალო დამატენიანებელი ან დამამშვიდებელი საშუალებები ხშირად უძლურია. საჭიროა ისეთი პრეპარატი, რომელიც არა მხოლოდ მყისიერად შეამცირებს სიწითლესა და გაღიზიანებას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს ინფექციის გამომწვევზეც. სწორედ ასეთ დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ანტიბიოტიკებისა და სტეროიდების კომბინაცია, რომელიც ერთდროულად მოქმედებს ინფექციის გამომწვევზე, აფერხებს მის გავრცელებას და ამცირებს ანთებით პროცეს, რაც გართულებების რისკსაც მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული საშუალებაა ვიზორელი. მისი სამკომპონენტიანი ფორმულა სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ პრობლემაზე კომპლექსურად იმოქმედოს. ვიზორელი  ხშირად გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ასევე მწვავე და ქრონიკული გარეთა თუ შუა ოტიტების დროს. მასში შემავალი ორი ანტიბიოტიკი (ნეომიცინი და პოლიმიქსინი B) აჩერებს ბაქტერიების გამრავლებას და ანადგურებს ინფექციის კერას, ხოლო დექსამეტაზონი სწრაფად ხსნის შეშუპებას, წვას და იმ უსიამოვნო სიწითლეს, რომელიც თვალს ჯანსაღ იერს უკარგავს.

ვიზორელის მოხმარება მარტივია. თვალის ინფექციის შემთხვევაში საკმარისია ვიზორელის 1-2 წვეთის ჩაწვეთება უშუალოდ დაზიანებულ თვალში, დღეში 4-6-ჯერ.  თუ პროცესი უფრო რთული აღმოჩნდა და სიმპტომები მწვავეა, თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

 

(R)