გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე ფაქტი-სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია – შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი

“გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე ფაქტი”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმითვე, გორში მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფომ მკაფიო პოზიცია უკვე დააფიქსირა.

“გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე ფაქტი, თუმცა ვთვლი, რომ დღეს არ არის საჭირო სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა – სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ”, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

შგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გორში, რამდენიმე სამართალდამცველმა მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა. შესაბამისი საგამოძიებო პროცესის ფარგლებში, ინციდენტშიუ მონაწილე სამართალდამცველები დაკავებული არიან. ფაქტის შესახებ კომენტარი კი, შს მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ, პოლიციელის დღის არსანიშნავი საზეიმო ღონისიების დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.