ამერიკელი მეწარმე და მილიონერი როჯერ დუარტე კენიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი სავარაუდოდ, 19 აგვისტოს სამბურუს ოლქში ჩამოვარდა. კენიის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს ცნობით, ვერტმფრენი ლოისაბას ნაკრძალიდან მდინარე ევასო ნგ’იროსკენ მიემართებოდა.
დუარტესთან ერთად ბორტზე კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ასევე დაიღუპნენ.
როგორც ცნობილია, კატასტროფის მსხვერპლთა შორის არიან ეკვადორის დაზვერვის სააგენტოს გენერალური დირექტორი, მისი მეუღლე და პილოტი.
როჯერ დუარტე George Stone Crab-ის დამფუძნებელი იყო. აღნიშნული კომპანია ფლორიდული ქვის კიბორჩხალების გაყიდვასა და მიწოდებაშია სპეციალიზებული. დუარტე ასევე იყო My Ceviche რესტორნების ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2016 წელს დუარტე შეიყვანეს Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში (30 Under 30) სიაში კვებისა და სასმელის კატეგორიაში.

