ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.

დაიბომბა სუმის ოლქიც. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებები იყო პოლტავაშიც.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, 16 საავიაციო დარტყმა და 20-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

უკრაინის უმეტეს რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის.