ირანმა ორი გერმანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

შიდა საქმეებში ჩარევის მოტივით ირანმა ორი გერმანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანელი დიპლომატები ირანის შიდა და სასამართლო საქმეებში გერმანიის უპასუხისმგებლო ჩარევის გამო გააძევეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება გერმანიამ მიიღო, როდესაც ირანის საელჩოს ორი თანამშრომელი თეირანში გერმანია-ირანის მოქალაქის, ჯამშიდ შარმაჰდისთვის სასიკვდილო განაჩენის საპასუხოდ გააძევა. 67 წლის აქტივისტი და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი ისლამურ რესპუბლიკაში კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს.

„ირანის რეჟიმი ყველანაირად ებრძვის საკუთარ ხალხს და არ იცავს ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.