ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხერსონში ჩავიდა და ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ხერსონის მთავარ მოედანზე.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ისგან მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) მიწოდებამ კიევისთვის დიდი ცვლილება მოახდინა.

შეკითხვაზე, სად შეიძლება უკრაინული ძალების წინსვლა სამომავლოდ, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა მოსკოვი… ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნის ტერიტორიები“.

უკრაინის არმია ხერსონში 11 ნოემბერს შევიდა.