უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ , – ინფორმაცის CNN-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მცხოვრებლებით არიან გარშემორტყმული. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს.