თეთრი სახლი იმსახურებს ყურადღებას 24/7/365 რეჟიმში. კვირა დღის მიუხედავად, ვაშინგტონიდან დღეს ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მივიღეთ:


ამ უკანასკნელ მოვლენასთან დაკავშირებით, კვლავ ველოდებით მაგისტრალის გადაკეტვას, ამჯერად უკვე აშშ-ს საელჩოს შენობასთან იმავე კონტინგენტის მხრიდან, ვისაც “რუსული კანონის” გამო არც ერთი ცენტი არ დააკლდათ საერთაშორისო ფინანსური დახმარების ხაზით.
ჩვენ კი კვლავინდებურად აშშ-ს საელჩოდან ახალი “ქარდების” მოლოდინში ვართ. ასეთივე ლაკონური და მრავლისმეტყველის ერთდროულად, როგორც უწინ იყო. მაგალითად: “არ იქნება USAID-ი, დაივიწყეთ თქვენი პრაიდი”. ან ასეთი: “უფულოდ გიყვარდეს ლიბერალი მოყვასი შენი”. ან კიდევ ესე: “იყავი ალალი, როცა მაყუთი არალი”. რა საოცარი სიჩუმეა საელჩოში – “რახტება”? – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში